ეთო მახვილაძე

ეთო მახვილაძე

დამფუძნებელი

აქციეთ ოცნება ფიქრად, ფიქრი მიზნად, მიზანი გეგმად და გეგმა რეალობად!

ეთო ფლობს 15 + წლიან სამუშაო გამოცდილებას ტრენინგების ჩატარებასა და ორგანიზაციის მართვაში. მან თავისი კარიერა დაიწყო 2007 წელს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, შემდეგ განაგრძო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოცოაციაში პროექტების მენეჯერად, ხოლო 2010 წელს დააარსა ეროვნული სასწავლო ცენტრი და მის გუნდთან ერთად დღემდე აქტიურად ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს.

ეთოს დამთავრებული აქვს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, ასევე ფლობს ინგლისურსა და რუსულს, კომპიუტერულ უნარებსა და მენეჯმენტს. ფლობს არაერთ საერთაშორისო სერტიფიკატს.

ილია ნიკაჭაძე

ილია ნიკაჭაძე

მოწვეული ტრენერი
ილია ნიკაჭაძე – NLP Coach მასტერი, Enneagram  მასტერი, psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, 4motivi.com თანადამფუძნებელი
ნათია არველაძე

ნათია არველაძე

ტრენერი
ვიდრე მიზანი მაქვს ცოცხალი ვარ, თვითკმაყოფილება სიკვდილია!  

ნათია არველაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და ამავე ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის ფინალური კურსის დოქტორანტია. ამასთანავე, აქვს მასწავლებლად და ტრენერად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. ის ფლობს ქართულ, ინგლისურ, ლათინურ და ძველ ბერძნულ ენებს.

ნათიას მიღებული აქვს მონაწილეობა აწსუ-სა და თსუ-ს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო სეზონურ სკოლაში, დაბეჭდილი აქვს სამეცნიერო სტატია არაერთ ქართულ და უცხოურ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში და მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონფერენციაში. პერიოდულად კითხულობდა საჯარო ლექციებს ფსიქოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით.

ანა კობახიძე

ანა კობახიძე

მენეჯერი
,,დაისახე მიზანი და იარე წინ, რათა ყოველმა დღემ მასთან მიგაახლოოს ”
ანა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და პროფესიით ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია. მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი ლინგვისტიკაში. მუშაობდა ინგლისური ენის მასწავლებლად კერძო სკოლა ,,მერმისში”, ასევე ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელში.
ამასთანავე აქვს თარჯიმნად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება ამერიკულ გუნდთან ერთად, რომლებიც საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან. მოხარულია, რომ ეროვნული სასწავლო ცენტრის გუნდის წევრი გახდა. მისთვის ეს ახალი გამოწვევაა!